საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დეპოზიტზე თანხის განთავსებასთან დაკავშირებით.
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ნინო ჩიქოვანთან ერთად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართავს.
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გიორგი ბუბუტეიშვილთან და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ კომპონენტის ხელმძღვანელთან მაია ერისთავთან ერთად, ქუთაისში საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
ბიზნესომბუდსმენი აპარატი აგრძელებს რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრებს.
დღეს ბიზნესომბუდსმენი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგნლებს ზუგდიდში შეხვდა. ირაკლი ლექვინაძემ მეწარმეებს საქმიანობის ანაგრიში წარუდგინა და ბიზნესომბუდსმენის ოფისთან ელექტრონული პორტალით დაკავშირების მექანიზმი განუმარტა.
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გიორგი ბუბუტეიშვილთან და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ კომპონენტის ხელმძღვანელთან მაია ერისთავთან ერთად,ბათუმში საშუალო და მცირე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა ა(ა)იპ ქართულ მაღაზიათა ასოციაციამ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლით გათვალისწინებულ ზოგიერთ სანქციასთან დაკავშირებით.
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ გაეროს ეკონომიკურ ოფიცერს ნამსიკ კიმს შეხვდა.
ირაკლი ლექვინაძემ გაეროს წარმომადგენელს ბიზნეოსმბუდსმენის ოფისის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აპარატის სამომავლო გეგმები გააცნო.
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ირაკლი ასლანიშვილთან ერთად ასოციაციის წვერი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილი ხდება საერთო სასამართლოების სისტემაში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავებშიც შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია.