ბიზნესომბუდსმენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან  ერთად საქართველოს  ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ნინო ჩიქოვანთან ერთად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის 50-ზე მეტი კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრო.

შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენმა ბიზნესსა და მთავრობას შორის მოქნილი და ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ირაკლი ლექვინაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესომბუდსმენის სასამართლო მეგობრის ფუნქციის საერთო სასამართლოებში განვრცობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილი ხდება საერთო სასამართლოების სისტემაში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავებშიც შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია. ეს ცვლილება საშაულებას მოგვცემს ბიზნესომბუდსმენის დასკვნის დახმარებით გაძლიერდეს ბიზნესის პოზიციები სახელმწიფო უწყებებთან სასამართლო დავაში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ დასახული მიზნების მიღწევასა და ბიზნესის წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრას.

 

 

მიმაგრებული სურათები