საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილი ხდება საერთო სასამართლოების სისტემაში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავებშიც შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია.
სასამართლოს მეგობრის ფუნქციის განვრცობის თხოვნით ბიზნესომბუდსმენის აპარატს არასამთავრობო ორაგნიზაციებმა და კერძო სექტორმა მომართეს.
ეს ცვლილება საშაულებას მოგვცემს ბიზნესომბუდსმენის დასკვნის დახმარებით გაძლიერდეს ბიზნესის პოზიციები სახელმწიფო უწყებებთან სასამართლო დავაში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ დასახული მიზნების მიღწევასა და ბიზნესის წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრას.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვების წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა, ხოლო კანონპროექტზე სავალდებულო დასკვნებს წარმოადგენენ საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტები. კანონში შესატანი ცვლილებების განხილვები უახლოეს მომავალში დაიწყება.