ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გიორგი ბუბუტეიშვილთან და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ კომპონენტის ხელმძღვანელთან მაია ერისთავთან ერთად, ქუთაისში საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
რეგიონული შეხვედრები უკვე გაიმართა ბათუმსა და ზუგდიდში.
ირაკლი ლექვინაძემ მეწარმეებს საქმიანობის ანაგრიში წარუდგინა და ბიზნესომბუდსმენის ოფისთან ელექტრონული პორტალით დაკავშირების მექანიზმი განუმარტა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და ბიზნესმენებმა მათთვის პრობლემური საკითხების შესახებ დასვეს კითხვები.
შეხვედრაზე ბიზნესმენებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა მოესმინათ პრეზენტაციები ზოგადი საგადასახადო პოლიტიკისა და შემოსავლების სამსახურის სერვისებით სარგებლობის, გადასახადებისა და სახელმწიფო სერვისების დაფინანსების ალტერნატიული გზებისა და საგადასახადო კანონმდებლობაში 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
რეგიონული შეხვედრები USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ პროგრამის მხარდაჭერით იმართება.