საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პოლონეთის ქალაქ კრინიცაში, რიგით 28-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
პანელზე „ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით“ ბიზნესომბუდსმენმა ისაუბრა იმ პოზიტიური დინამიკის შესახებ, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ საქართველოში ფიქსირდება.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართეს ა(ა)იპ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (ს/ნ 401947961), ერთ-ერთმა ქსელურმა სავაჭრო ობიექტმა და სიგარების, სიგარელების და შესაბამისი აქსესუარების საქართველოში იმპორტიორმა კომპანიებმა (შპს „ბი და ჯი“; შპს „პი და ელი“; შპს „ჰავანა“; შპს „ხატია“ და შპს „კარიდიან ტაბაკო“) „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 17 მაისს შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიერ მწარმოებელ კომპანიებთან გამართულ არაერთ შეხვედრაზე დასმული იქნა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადის გადავადების საკითხი და ბიზნესომბუდსმენის აპარატს კომპანიებმა და ბიზნეს ასოციაციებმა აღნიშნული დადგენილების ამოქმედების ვადის გადავადებასთან დაკავშირებით განცხადებებით მომართეს.
საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე. აღნიშნულ პროცესში ჩართულია საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატიც.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ორგანიზებით ბიზნესსექტორსა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს შორის ანგარიშგების სფეროში მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაციის გაზიარებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნეს სექტორსა და შრომის ინსპექციას შორის გაფართოებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაში 100მდე კომპანიის წარმომადგენელი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე მონაწილეობდნენ.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ინიციატივით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგნლებისათვის საჯარო და კერძო სექტორს შორის მედიაციის საკითხებზე ტრენინგი იმართება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივ დოკუმენტს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მოაწერეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
ირაკლი ლექვინაძე: ახალი პორტალი გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ ზუსტი ანალიზი ჩვენი საქმიანობის შედეგად რა რაოდენობის ინვესტიცია და სამუშაო ადგილები შენარჩუნდა ქვეყანაში
საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესომბუდსმენის პორტალის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.