2019 წლის I კვარტალში   ბიზნესომბუდსმენის აპარტში მომართვიანობის ანალიზის  მიხედვით ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით  გამოიკვეთა ახალი კრიტიკული საკითხები

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პოლონურ–ქართული სავაჭრო და სამრეწველო პალატის და სამშენებლო სფეროში მოქმედ პოლონური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის აღამსრულებელ დირექტორს სოფი-ან-გოძინას და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს იულია სოტეს შეხვდა

შედეგად, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 შევიდა ცვლილება და  ნედლი ნავთობის შენახვაზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად დააწესა 0.077 (დანაკარგი წონიდან %-ში)

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციების მიხედვით შემუშავებულ 2019-2020 წლების ეროვნულ ანტი-კორუფციულ სამოქმედო გეგმაში იღებს ლიდერის როლს ბიზნესის კეთილსინდისირების მიმართულებით

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს 2018 წლის 17 ივლისის და იმავე წლის 11 სექტემბრის განცხადებებით მომართა საქართველოს პატენტრწმუნებულთა ეროვნულმა ასოციაციამ (ს/ნ 405002991) კონტრაფაქციული საქონლის ბრუნვის აკრძალვის საკითხზე.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციამ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თაობაზე.

საქართველოს ბიზნესომბუდსენმა ირაკლი ლექვინაძემ  ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის   შესახებ ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიებას  პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კერძო სექტორის, ბიზნეს ასოციაციების, ეკონომიკური გაერთიანებების, სავაჭრო-სამრეწველო პალატების,  აღმასრულებელი და საკანონმდებელო ხელისუფლების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები  ესწრებოდნენ.