შევხედრა ზუგდიდში  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან

ბიზნესომბუდსმენი  აპარატი აგრძელებს რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრებს.

დღეს ბიზნესომბუდსმენი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგნლებს ზუგდიდში შეხვდა. ირაკლი ლექვინაძემ მეწარმეებს  საქმიანობის ანაგრიში წარუდგინა და  ბიზნესომბუდსმენის ოფისთან  ელექტრონული პორტალით  დაკავშირების მექანიზმი განუმარტა.

შეხვედრაზე ბიზნესმენებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა მოესმინათ პრეზენტაციები ზოგადი საგადასახადო პოლიტიკისა და შემოსავლების სამსახურის სერვისებით სარგებლობის, გადასახადებისა და სახელმწიფო სერვისების დაფინანსების ალტერნატიული გზებისა და საგადასახადო კანონმდებლობაში 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

ბიზნესომბუდსმენი უკვე შეხვდა ბათუმში ადგილობრივ ბიზნესს, მორიგი შეხვედრა კი ქუთაისშია დაგეგმილი. რეგიონული შეხვედრები USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

მიმაგრებული სურათები