ბიზნესომბუდსმენი გაეროს ეკონომიკურ ოფიცერს  შეხვდა

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ გაეროს ეკონომიკურ ოფიცერს  ნამსიკ კიმს შეხვდა.

ირაკლი ლექვინაძემ გაეროს წარმომადგენელს ბიზნეოსმბუდსმენის ოფისის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აპარატის სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრაზე ისაუბრეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ფარგლებში დაგეგმილ პროგრამებსა და  მათი თავსებადობაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ (One Belt One Road) ინიციატივის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთან.

ნამსიკ კიმმა ისაუბრა იმ მექანიზმებზე, რითაც გაეროს შეუძლია დაეხმაროს საქართველოს  რათა ამ პროცესში შეიმუშავოს უფრო ეფექტური საკანონმდებლო ბაზა სარგებლის მაქსიმალურად გაზრდისა და რისკების თავიდან ასაცილებლად.

მიმაგრებული სურათები