„დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც კერძო სექტორი სვამს საქართველოს ბიზნეს გარემოსთან მიმართებაში არის დავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტა. ამ გამოწვევის პასუხია არბიტრაჟის ჩამოყალიბება და მედიაციის, როგორც საკითხის გადაწყვეტის გზის დანერგვა“. - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ პროექტის „მედიაციისა და არბიტრაჟის გაძლიერება კომერციული დავების უფრო სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტისთვის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ოგრანიზებით მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოსალოდნელი შედეგებსა და რეგლამენტით გამოწვეული პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით (რეგ. N07-2/291/9) გათვალისწინებულ ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში ჰოლანდიის, რუმინეთის, ავსტრიის, საბერძნეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მრჩევლებს შეხვდა და ბიზნესომბუდსმენის აპრატის 2018წლის საქმიანობის და 2019წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (Delegation of the European Union to Georgia) ხელმძღვანელის მოადგილეს კარლო ნატალეს შეხვდა.
ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიაში და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ბიზნესომბუდსმენი იღებს ლიდერის როლს ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წევრები და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და დონორი ოგრანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესომბუდსმენის აპარატის პროექტების მენეჯერმა თამარ ჩაკვეტაძემ გააკეთა
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მე-16 სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს, თუ როგორ შესრულდა 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები. ასევე, იმსჯელეს ახალი, 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ.
საქართველოს ბინზესომბუდსმენის აპარატმა 2018 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“
ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელთან კაროლინა ზარებასთან.
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლებს ვილემ დოუს და ეკატერინე ავალიანს შეხვდა.