ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, კომპანია „ჯეოსთილის“ მენეჯმენტს შეხვდნენ.
ვფიქრობთ, რომ დაგეგმილი ცვლილებათა პაკეტის საქართველოს პარლამენტში ინიცირებამდე, მიზანშეწონილია ამ ცვლილებების ბიზნესის მარეგულირებელ გარემოზე ზეგავლენის შეფასება (Regulatory Impact Assasment). აღნიშნული მეთოდი მოგვცემს შესაძლებლობას, გავაანალიზოთ მოსალოდნელი რისკები ბიზნესისთვის, რაც შეიძლება მოჰყვეს შემოთავაზებული ცვლილებების მიღებას და ამაგვარად, გამოირიცხოს ის ნეგატიური შედეგები ბიზნეს გარემოსთვის, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს შრომითი კანონმდებლობის დაგეგმილ რეფორმას.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ნავთობ იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
სამუშაო შეხვედრაზე „შრომითი უფლებები საქართველოში: ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები“ საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე და საერთაშორისო ორგანიზაციების ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) , შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) , ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლებმა და მოწვეული ექსპერტები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებების პროექტს განიხილავენ.
კონფერენციის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველო - პოლონეთის, საქართველო - ყაზახეთის და საქართველო - უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენის აპარატებს შორის, რაც ბიზნესომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ახალ ეტაპზე გადაიყვანს
პანელზე "ბიზნეს კლიმატი და საინვესტიციო გარემო საქართველოში" ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ფორუმის დელეგატებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ინვესიტიციების დაცვის იმ მექანიზმებზე ისაუბრა, რომლებსაც ბიზნესომბუდსმენის ოფისი ბიზნესის ინტერესების დასაცავად იყენებს.
სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელმა აჭარაში ტარიელ გიორგაძემ ახალი საინვესტიციო პროექტები, კერძო სექტორში არსებული გამოწვევები და ინვესტიციების ხელშეწყობის მექანიზმები განიხილეს.
შეხვედრა ფოთის ინდუსტრიული ზონის მომართვის საფუძველზე გაიმართა