საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე თბილისის, ფოთის და  ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე თბილისის, ფოთის და  ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა ფოთის ინდუსტრიული ზონის მომართვის საფუძველზე გაიმართა და
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების  ხელმძღვანელებმა ბიზნესომბუდსმენს წარუდგინეს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობის გამარტივების და დახვეწისათვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივები, რათა ინვესტორებისთვის მეტად მიმზიდველი გახდეს თიზ-ში საქმიანობა.
მხარეები შეთანხმდნენ რომ ცვლილებების შესახებ ბიზნესომბუდსმენის აპარატი შესაბამის უწყებებთან დაიწყებს კონსულტაციებს  და სამუშაო ფორმატში გაგრძელდება თანამშრომლობა.