სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები

მიკრო ბიზნესი

მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს. აღნიშნული 30 000-ლარიანი ზღვარი არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საქმიანობის სახეებზე.

დეტალურად

საშეღავათო დაბეგვრის სტატუსები

სპეციალური სავაჭრო კომპანია

სპეციალური სავაჭრო კომპანია არის საწარმო, რომელსაც მოგების გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.

დეტალურად

გრაფიკი და რესტრუქტურიზაცია

საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებით საურავის დარიცხვა არ ჩერდება.

დეტალურად