მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაცია
მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს.
რეგისტრაცია ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ გაცხადებული მისამართის მიხედვით.
თუ გაცხადებულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე დაინტერესებული პირია, იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის დამატებითი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის.
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მისამართზე (ასევე დევნილის მოწმობაში მითითებულ დროებით საცხოვრებელი ადგილის მისამართზე) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციისთვის მესაკუთრის თანხმობის ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის.
სხვა შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით სავალდებულოდ უნდა წარედგინოს უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავი ნივთით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სათანადო ფორმით შედგენილი დოკუმენტი.
თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერცული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www.napr.gov.ge, საჯარო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან.
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია
ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი.
ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით.
ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი.
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ინდივიდუალური მეწარმის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანო არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია ხორციელდება მის მიერ გაცხადებული მისამართის მიხედვით.
თუ გაცხადებულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე დაინტერესებული პირია, იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის დამატებითი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის.
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მისამართზე (ასევე დევნილის მოწმობაში მითითებულ დროებით საცხოვრებელი ადგილის მისამართზე) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციისთვის მესაკუთრის თანხმობის ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის.
სხვა შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით სავალდებულოდ უნდა წარედგინოს უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავი ნივთით სარგებლობის უფლების დამადასურებელი სათანადო ფორმით შედგენილი დოკუმენტი.
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს.