აჭარის ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა

ბათუმში, აჭარის მთავრობის ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელმა აჭარაში ტარიელ გიორგაძემ ახალი საინვესტიციო პროექტები, კერძო სექტორში არსებული გამოწვევები და ინვესტიციების ხელშეწყობის მექანიზმები განიხილეს. ინვესტორების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო წინადადების უმრავლესობა დაკმაყოფილდა.