2011 წელს შეიქმნა საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი. ინსტიტუტის შექმნისა და საქმიანობის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 42-ე მუხლი, ხოლო საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილება, საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ფორმები განსაზღვრული იყო საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის N92 დადგენილებით.

2015 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდა "საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც, ინსტიტუტმა საქმიანობა განაგრძო ახალი სახელწოდებით.

 

საგადასახადო ომბუდსმენები / საქართველოს ბიზნესომბუდსმენები იყვნენ:

გიორგი პერტაია

მაია მერედოვა 

გიორგი გახარია 

ზურაბ ძნელაშვილი (მ/შ)

ირაკლი ლექვინაძე 

მიხეილ დაუშვილი

ნინო კვეტენაძე (მ/შ)

ოთარ დანელია