საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მომართავენ მეწარმეები, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ და ვალდებულნი არიან მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე დაარეგისტრირონ შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. მეწარმეები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები ახალი ვალდებულების შესახებ.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში თამბაქოს ახალ ნაწარმზე და ელექტრონულ სიგარეტზე განსხვავებული რეგულაციების არსებობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ასოციაციამ 2018 წლის 24 სექტემბრის N27/04 წერილით საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართა საქართველოს პარლამენტს.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის (GDBA) პრეზიდენტი ივა ჭყონია ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენს მათთვის პრობლემური საკითხების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კომპანია „ომეგას“ ხელმძღვანელებს გიორგი ქურდაძესა და ნიკოლოზ ასანიძეს შეხვდა.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვას ვილნიუსის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს სიგიტას ვიოლანივუჩს და პალატის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში, ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულთან, მაქბულე ქოჩაკთან ერთად, რეგიონში მოქმედ თურქ ბიზნესმენებს შეხვდნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე რეგიონში მოქმედ 200მდე კერძო სექტორის წარმომადგენელს შეხვდნენ და მათ აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი ოფიციალურად წარუდგინეს.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მონაწილეობა მიიღეს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში „სათამაშო ბიზნესის გამჭვირვალობის ამაღლება და ანგარიშგებათა სრულყოფა“.
1ივინისიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატში დაინერგა და წარმატებით ფუნქციონირებს ბიზნესომბუდსმენის პორტალი, რომელიც მეწარმეებს საშუალებას აძლევს ბიზნესომბუდსმენის ოფისს ელექტრონულად დაუკვაშირდნენ.