საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კომპანია „ომეგას“ ხელმძღვანელებს გიორგი ქურდაძესა და ნიკოლოზ ასანიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კომპანია „ომეგას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ბიზნესომბუდსმენმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აპარატი მზად არის კომპანიას დაგროვილი დავალიანების ოპტიმალურად გადახდის გრაფიკის შემუშავების მიმართულებით შემოსავლების სამსახურთან უშუამდგომლოს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნესომდბუსმენს აპარატმა, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ მიმართა წერილით და უშუამდგომლა კომპანია „ომეგას“, რათა კანონმდებლობის და შესაძლებლობების ფარგლებში, განხილულ იქნას კომპანიის მიერ დაგროვილი დავალიანების ოპტიმალური გრაფიკით გადახდის შესაძლებლობა.