1ივინისიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატში დაინერგა და წარმატებით ფუნქციონირებს ბიზნესომბუდსმენის პორტალი, რომელიც მეწარმეებს საშუალებას აძლევს ბიზნესომბუდსმენის ოფისს ელექტრონულად დაუკავშირდნენ.
ახალი ვებ პორტალი - portal.businessombudsman.ge - ბიზნესომბუდსმენთან დაკავშირებას მაქსიმალურად მარტივს ხდის და მეწარმეებს მათ წინაშე მდგარი საკითხების გადაწყვეტაში ეხმარება, მათ შორის: სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხებისა და ქვეყანაში ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიმართულებით.
პორტალის მეშვეობით მარტივდება, როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის პროცედურები ასევე, აპარატის მხრიდან მეწარმეების მიერ დასმულ პრობლემებზე რეაგირების პროცესი.
პორტალი მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტს შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნო (SECO) აფინანსებს.