საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ბიზნეს კავშირების გაღრმავების მნიშვნელობასა და საქართველოში თურქული კომპანიების ბიზნეს საქმიანობაზე.
ფატმა ჯერენ იაზგანმა ბიზნესომბუდსმენს იმ საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც თურქულ კომპანიებს საქართველოში საქმიანობის პროცესში აწუხებთ.
მხარეებმა შეხვედრაზევე დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.