ბიზნესომბუდსმენის ოფისი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად, განაგრძობს რეგიონებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს.
მორიგი შეხვედრა ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრას 30მდე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.
შეხვედრაზე საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ რეგიონული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესომბუდსმენსის ოფისის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა პრობლემური საკითხების შესახებ დასვეს კითხვები.