შეხვედრა ზუგდიდში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან

ბიზნესომბუდსმენის ოფისი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად, განაგრძობს რეგიონებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

 მორიგი შეხვედრა ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრას 30მდე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი  ესწრებოდა.

შეხვედრაზე  საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ რეგიონული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესომბუდსმენსის ოფისის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. 

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა  პრობლემური საკითხების შესახებ  დასვეს კითხვები.