- საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგების ბიზნესისთვის შემსუბუქების მიზნით აქტიურად იყო ჩართული კოვიდ19-ით დაზარალებული დარგებისთვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავების პროცესში
- აპარატი წარმოადგენს ბიზნესის ინტერესებს შესაბამის სამთავრობო პლატფორმებზე - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი, ოპერაციული შტაბი
- შექმნილია ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივი სამუშაო პლატფორმა, სადაც ბიზნეს სექტორებთან აქტიური კონსულტაციებით განიხილება და მუშავდება სხვადასხვა დარგისთვის კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები
- კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბიზნესისთვის ამოქმედებულ ახალ რეგულაციებსა და შეზღუდვებზე კონსულტაციების მიზნით გაძლიერდა ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცხელი ხაზი. მიმდინარე წლის მარტში, აპრილსა და მაისში ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცხელმა ხაზმა 22 ათას 464 ზარი მიიღო და ბიზნესს შესაბამისი კონსულტაცია გაუწია.
- ბიზნესომბუდსმენის აპარატის კოორდინაციით და ბიზნესის ინიციატივით შეიქმნა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის „სტოპკოვ ფონდი“. ფონდის შესაბამის საბიუჯეტო ანგარიშზე მობილიზებულია 133 მლნ ლარზე მეტი. თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.
- მიმდინარე წლის მარტში, აპრილსა და მაისში აპარატს მხარდასაჭერად განცხადებით მომართა 229 მეწარმემ. მომართვიანობის 42% საბითიმო და საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება.
- ყველაზე ხშირად კომპანიები ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ. კომპანიების უმრავლესობა მცირე და საშუალო ბიზნესია და მომართვიანობის ძირითადი ნაწილი უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევეცნიის მიზნით ბიზნესისთვის შემოღებულ შეზღუდვებსა და საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.