საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ახალი მენეჯერს აღმოსავლეთ ევროპაში და ლათინურ ქვეყნებში, დამიენ შილსს შეხვდა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს, საუბარი შეეხო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო ფორმატებში ბიზნესომბუდსმენის აქტიურ ჩართულობასა და მცირე ბიზნესის მხარდამჭერი ერთობლივი პროეტების განხორციელების შესაძლებლობებს.
ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერაზებიზნესომბუდსმენის საქმინობის და ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
აგრეთვე, განხილულ იქნა ელექტრონულ პორტალზე მიმდინარე სამუშაოები, რომელიც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით მზადდება და უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
პორტალის მეშვეობით დოკუმენტბრუნვის წარმოება იქნება შესაძლებელი, ასევე, ელექტრონულად მომზადდება სხვადასხვა სახის ანალიტიკური ინფორმაცია, რაც ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის შედეგად მიღებული ეკონომიკური ეფექტების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.