საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ქალთა გაძლიერების კვირეულის ფარგლებში კონფერენციას - „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში” დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ბიზნესომბუდსმენმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება რამდენიმე მიმართულებით გაამახვილა, მათ შორის, ირაკლი ლექვინაძემ ფორუმის მონაწილეებს ის სერვისები გააცნო, რომელსაც ბიზნესომბუდსმენის აპარატი მეწარმე სუბიექტებს სთავაზობს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქალთა როლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში. მისივე თქმით, ზოგადად, წარმატებული და საქმიანი ქალების როლი ქვეყნის ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს.
კვირეული 27 მარტს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ - USAID -ის პროექტის - „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) და „მეწარმე ქალთა საბჭოს” ორგანიზებით, “საქართველოს ბანკისა” და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ასევე “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” (EBRD), ევროკავშირის - EU4 Business ინიციატივის, „ფოთის პორტის”, USAID-ის ენერგეტიკის პროგრამისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით გაიხსნა და 30 მარტამდე გასტანს.
ქალთა გაძლიერების კვირეულში მონაწილეობენ წარმატებული ქალბატონები - როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან , ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ისინი დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, პარალელურად გაიმართება მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა.