ბიზნეს სექტორის შეხვედრა   ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ორგანიზებით   ბიზნესსექტორსა და  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს შორის ანგარიშგების სფეროში მიმდინარე რეფორმის შესახებ  ინფორმაციის გაზიარებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე,  ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის,  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები.  ასევე,  „ხალიკ ბანკი საქართველოს“,  „რაკია ჯორჯიას“, „რედიქსის“, „თეგეტა მოტორსის“ და სხვა 20მდე კომპანიის მენეჯერები.

შეხვედრაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დირექტორმა იური დოლიძემ   „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ანგარიშგების სფეროში მიმდინარე რეფორმაზე  პრეზენტაცია გააკეთა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და  კერძო სექტორის წარმომადგენლებმა რეფორმის  პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებული მათთვის აქტუალური  საკითხები დასვეს.

მიმაგრებული სურათები