ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციებთან „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (მვგ) პრინციპების  დანერგვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართეს და ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით  მწარმოებლების პოზიციები მოისმინეს

2019 წლის 9 თვეში ბიზნესომბუდსმენის ოფისში მეწარმეების მომართვის საფუძველზე  249 მომართვა დაფიქსირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 76 შუამდგომლობა, 31 რეკომენდაცია და 30 დასკვნა გააგზავნა

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „ლიდერობა, მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“, ბათუმში - „SDG გამოფენა - ბიზნესის მდგრადი განვითრებისთვის“ გაიმართა

2019 წლის 9 თვეში  ბიზნესომბდუსმენის აპარატმა 129 საქმეზე დაასრულა მუშაობა და საქმეების 68%ში უწყებებმა აპარტის პოზიციები გაითვალისწინეს

საქართველოს პოლონეთის, უკრაინის, ალბანეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთს და უზბეკეთის  ბიზნესომბუდსმენები სტუმრობენ

ირაკლი ლექვინაძეპარტნიორ ბიზნესომბუდსმენებთან თანამშრომლობით უცხოურ ბაზრებზე ქართულ კომპანიებსგავაძლიერებთ

საქართველოს მთავრობამ 2019-2020 წლების ეროვნული ანტი-კორფციული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც  პირველად ერთვება ბიზნესომბუდსმენის აპარატი.
ეროვნული ანტი-კორუფციულ სამოქმედო გეგმის მიხედვით,  ბიზნესომბუდსმენის აპარატი, კერძო სეტორში ანტიკორუფციული  სტრატეგიის განხორციელებასა   და ბიზნესში კეთილსინდისიერების ამაღლების მიმართულებით  იმუშავებს.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, კომპანია „ჯეოსთილის“ მენეჯმენტს შეხვდნენ.

ვფიქრობთ, რომ დაგეგმილი ცვლილებათა პაკეტის საქართველოს პარლამენტში ინიცირებამდე, მიზანშეწონილია ამ ცვლილებების ბიზნესის მარეგულირებელ გარემოზე ზეგავლენის შეფასება (Regulatory Impact Assasment). აღნიშნული მეთოდი მოგვცემს შესაძლებლობას, გავაანალიზოთ მოსალოდნელი რისკები ბიზნესისთვის, რაც შეიძლება მოჰყვეს შემოთავაზებული ცვლილებების მიღებას და ამაგვარად, გამოირიცხოს ის ნეგატიური შედეგები ბიზნეს გარემოსთვის, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს შრომითი კანონმდებლობის დაგეგმილ რეფორმას.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ნავთობ იმპორტიორი კომპანიების   წარმომადგენლები  და დარგის ექსპერტები 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.