ვორკშოპი "ერთი სარტყელი ერთი გზის" ფარგლებში საქართველოში მიმდინარე პროექტებზე

26 ივნისს გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით ჩატარდა პირველი ეროვნული ვორკშოპი საქართველოში, რომლის მიზანიც იყო გაცნობა,ანალიზი და შეფასება იმ პროექტებისა, რომლებიც საქართველოში ხორციელდება "ერთი სარტყელი ერთი გზის”  ფაგლებში.

ვორკშოპი საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და გაეროს ეკონომიკურმა ოფიცერმა  ნამსიკ კიმმა გახსნეს.

ვორკშოპზე ისაუბრეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ფარგლებში დაგეგმილ პროგრამებსა და  მათი თავსებადობაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ (One Belt One Road) ინიციატივის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთან.

ასევე განიხილეს რა პოზიტიური გავლენა შესაძლებელია ჰქონდეს აღნიშულ პროექტებს მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDG).

მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) - 17 მიზანი და 169 ინდიკატორი, რომლებზეც გაეროს ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად.