ვიდეო კონფერენცია ინფრასტრუქტურის მშენებლეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ნინო კვეტენაძემ ინფრასტრუქტურის მშენებლეთა ასოციაციის თავმჯდომარესთან და ბორდის წევრებთან ვიდეო ჩართვის საშუალებით ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა და ეკონომიკის გახსნის ეტაპები განიხილეს.

ვიდეო ჩართვისას იმსჯელეს მშენებლობის სექტორში კოვიდ 19-ით გამოწვეულ პრობლემურ საკითხებზე.

ასევე, საუბარი შეეხო, ინფრასტრუქტურულ პროექტებში სამშენებლო მასალებზე ფასის ზრდის სახელმწიფო დაზღვევის მექანიზმს, რაზეც 200 ლნ ლარი გამოიყოფა.