ვიდეო ჩართვა სავაჭრო ცენტრების  წარმომადგენლებთან

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ თბილისის მსხვილ სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან ვიდეო ჩართვის საშუალებით სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს.

შეთანხმდნენ, რომ შრომის ინსპექტორთა ჯგუფი თითოეულ სავაჭრო ცენტრში სამუშაო პირობებს შეისწავლის და ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს გასცემს.

ვიდეო ჩართვაში მონაწილეობდნენ თბილისი მოლის, ისტ პოინტის, სითი მოლის და თბილისი გალერიას წარმომადგენლები.