ვიდეო ჩართვა მოლებისა და რითეილერების წარმომადგენლებთან

ბიზნესომბუდსმენის აპარატი 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების შესახებ ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს აგრძელებს.

ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემ, სავაჭრო მოლებისა და მსხვილი რითეილერების წარმომადგენლებთან ვიდეო ჩართვაში, სექტორების მიერ გავრცელებული ერთობლივი მიმართვა და მოთხოვნები განიხილა.

საუბარი შეეხო საგადასახადო შეღავათების მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭრის პაკეტებსა და სექტორის გახსნის თარიღის დაკორექტირებას.

ბიზნესომბუდსმენის აპარატი სავაჭრო მოლებისა და რითეილერების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს აგრძელებს და სექტორთან ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმშია