ვიდეო ჩართვა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან
ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების შესახებ ბიზნესთან კონსულტაციებს მართავენ.
 
დღეს, ვიდეო ჩართვის საშუალებით გამართულ შეხვედრაზე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს დამატებით მიაწოდეს ინფორმაცია ინსპექტირების წესებისა და სექტორისთვის რეგულაციებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
 
დისკუსიაში 15-მდე ქსელური მარკეტის და ჰიპერმარკეტის წარმომადგენელი მონაწილეობდა და მათთვის პრობლემური საკითხების შესახებ ისაუბრეს.
 
შეთანხმდნენ, რომ შეხვედრაზე დასმულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები კიდევ გაგრძელდება.