ვებინარი "COVID-19-ის პირობებში სამუშაო სივრცეების მოწყობა"

ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი სტანდარტების დანერგვის შესახებ ბიზნესთან განხილვებს აგრძელებენ.

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მონაწილეობა მიიღეს ბანკების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ  ვებინარში - „COVID-19-ის პირობებში სამუშაო სივრცეების მოწყობა“.

ვებინარს მედიაციას ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძე  უწევდა.

ვებინარში  საბანკო სექტორის 60-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ვებინარზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო სივრცეში გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ დასვეს კითხვები.