ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ და ბიზნეს ომბუდსმენმა ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსში 27 ასოციაცია და პარტნიორი ორგანიზაციაა გაერთიანებული და ჯამში 2000- ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს მოიცავს.

შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ბიზნეს ომბუდსმენს 2021 წლის სამოქმედო გეგმა გააცნეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ტურიზმის სფეროში კრიზისის დასაძლევად.

შეხვედრაზე განხილული იყო ტურიზმის ინდუსტრიაში სტანდარტების დანერგვის, საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადების, ერთობლივი საინფორმაციო ბაზის შემუშავების საკითხები.