StopCoV ფონდის ყველაზე მსხვილი შემომწირველები

StopCoV ფონდის ყველაზე მსხვილი შემომწირველები

 

3 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ  StopCoV ფონდში  ყველაზე მსხვილი შემოწირულობები განახორციელეს:  მაგთიკომმა (3 მლნ ლარი), კავკასუს ონლაინმა (1 მლნ ლარი), „არ ემ ჯიმ“ (1 მლნ ლარი), სილქნეტმა (1 მლნ ლარი), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (1 მლნ ლარი), სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (1 მლნ ლარი) და ფიზიკურმა პირმა ირაკლი გილაურმა (1 მლნ ლარი).

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ  StopCoV ფონდში უკვე  22 მილიონ  800 ათასი ლარია მობილიზებული.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund

მადლობა ერთიანობისთვის