საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტს, მარჩინ რუტოვიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე პალატის პრეზიდენტმა საქართველოში პოლონური კომპანიების ბიზნესსაქმიანობის შესახებ მიმოხილვა გააკეთა. ხაზი გაესვა ქართულ-პოლონურ კეთილგანწყობილ ურთიერთობებს და ბუზნესომბუდსმენის ჩართულობის მნიშვნელობას ბიზნესის მხარდაჭერის და ინფორმირებულობის საკითხებში.
მხარეებმა, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.