შეხვედრა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წარმომადგენლებთან

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში არსებული დაბეგვრის საკითხები.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს და სხვა მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

მიმაგრებული სურათები