დღევანდელი შეხვედრით საფუძველი ჩაეყარა ღია დიალოგს ბიზნესის წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის, რასაც აქამდე ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ფორმატი, შეხვედრის მხარეებს საშუალებას გვაძლევს, პირდაპირ ვესაუბროთ ერთმანეთს იმ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე, რომელიც რეალურად არსებობს და რომელზეც სხვადასხვა მიზეზების გამო აქამდე ხმა ვერ მივაწვდინეთ ერთმანეთს.
ასეთ საკითხებზე ყოველთვის იყო საუბარი სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რაც მედიაშიც შუქდებოდა. სახელმწიფოს მხრიდანაც მიღებულია გარკვეული რეგულაციები ამ კუთხით, მაგრამ სულ სხვაა როდესაც მხარეები ერთ მაგიდასთან ვსხედვართ და შესაძლებლობა გვაქვს ერთმანეთს გავუზიაროთ იდეები. მთავარია, რომ ყოველგვარი შუამავლობის გარეშე შედგა კონტაქტი ჩვენს შორის და საფუძველი ჩაეყარა ძალიან კარგ ტრადიციას.
იმედი გვაქვს, დღევანდელი შეხვედრა რეალურ შედეგებს გამოიღებს და მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ამ დიალოგის მონაწილე ყველა მხარეზე დადებითად აისახება.