შეხვედრა ბიზნესასოციაციის წევრებთან

საქართველოს ბიზნესომბუდსენმა ირაკლი ლექვინაძემ მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ბიზნესასოციაციის წევრებს შორის გამართულ შეხვედრაში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია.

„არსებობს რიგი საკითხებისა, რომლებიც დღეს ბიზნესს აწუხებს და ეს შეხვედრა არის პლატფორმა, რომ კერძო სექტორმა ყველა ეს თემა წინა პლანზე გამოიტანოს. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ბიზნესთან და აქტიურად საუბარი მიმდინარე საკითხებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეხვედრაზე დასმული საკითხების სპექტრი იყო მრავალფეროვანი. თემები ეხებოდა, როგორც ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს ასევე, კონკრეტულ რეგულაციებსა და დაგეგმილ ტექნიკურ რეგლამენტებს. მათ შორის დასახელდა, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, სათამაშო ბიზნესის სფეროში დაგეგმილი რეგულაციები და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი. ვისაუბრეთ სექტორულ საკითხებზე, ენერგეტიკის, მშენებლობისა და საფინანსო მიმართულებებით. ასევე, განვიხილეთ მთავრობის ინიციატივა საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟის დაფუძნების შესახებ, რომელსაც ხელი 20 დეკემბერს პარიზში უნდა მოეწეროს. შეხვედრაზე ბიზნესის მხრიდან დასახელდა კონკრეტული ქეისებიც, რომლებზეც მუშაობ უკვე სამინისტროებისა და სხვა შესაბამისი უწყებების დონეზე გაგრძელდება.“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ლექვინაძემ.

მიმაგრებული სურათები