შეხვედრა ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებთან
 შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და  ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ჯანდაცვის სამინისტროში შემდგარ შეხვედრაზე მხარეები გახსნისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე შეჯერდნენ. გადაწყდა, რომ სექტორის ოპერირებისთვის სპეციალური პროტოკოლი შემუშავდება. პროცესში ბავშვთა გასართობი ცენტრებისა და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ჩაერთვება.

 ეკონომიკური შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება. 15 მარტიდან სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ფიტნეს კლუბების ოპერირება, სასკოლო წრეების მუშაობა, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების აუდიტორიებში სალექციო პროცესი და თეატრებში, სპორტულ კლუბებსა და პროფესიულ ანსამბლებში სარეპეტიციო და მოსამზადებელი ვარჯიშები აღდგა.