შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „ტექნოპარკში“ გამართულ შეხვედრას ბიზნესის საკითხებზე მომუშავე და სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებაში უშუალოდ ჩართული 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს და მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, საუბარი შეეხო ბიზნესთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ თემებს და სწორედ ამიტომ, აღნიშნულ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერად წარიმართა. უახლოეს მომავალში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მსხვილ და მცირე ბიზნეს-გაერთიანებებსაც შეხვდება.

მიმაგრებული სურათები