ბიზნესომბუდსმენის აპარატი და სავაჭრო-სამრეწველო პალატა მედიაციისა და არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ რეგიონულ შეხვედრებს მართავენ
დღეს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წარმომადგენელი დავით ედილაშვილი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგნელებს ფოთში შეხვდნენ.
ბიზნესომბუდსმენი და სავაჭრო-სამრეწველო პალატა რეგიონულ შეხვედრებს ევროკავშირი საქართველოსთვის (EU4Business) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მართავს და ინიციატივა საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას და მედიაცია/არბიტრაჟის კომერციულ დავებში გამოყენების ხელის შეწყობას ემსახურება.
ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა, აპარატის როლზე, როგორც მედიატორზე ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის და მეწარმეებს იმ მექანიზმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა გამოყენებითაც ბიზნესომბუდსმენის აპარატი საჭიროების შემთხვევაში კერძო სექტორს სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობაში დაეხმარება.
ამასთან, შეხვედრაზე საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წარმომადგენელმა დავით ედილაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს მედიაციასა და არბიტრაჟზე, როგორც - ბიზნეს დავების ეფექტიანი მოგვარების გზებზე უპირატესობებზე ისაუბრეს.
მედიაცასა და არბიტრაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე რეგიონულ ბიზნესთან შეხვედრა უკვე გაიმართა ქუთაისში. მორიგი რეგიონული შეხვედრები ახალციხესა და თელავშია დაგეგმილი.
ბიზნესომბუდსმენი და სავაჭრო-სამრეწველო პალატა რეგიონულ შეხვედრებს ევროკავშირი საქართველოსთვის (EU4Business) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მართავს და მისი მიზანი რეგიონულ ბიზნეს წრეებში მედიაციასა და არბიტრაჟზე, როგორც - ბიზნეს დავების ეფექტიანი მოგვარების გზებზე ცნობიერების ამაღლებაა.