შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „ლიდერობა, მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“, ბათუმში - „SDG გამოფენა - ბიზნესის მდგრადი განვითრებისთვის“ გაიმართა.
ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პანელურ დისკუსიაში „ბიზნესის ჩართულობა და მულტი-სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობა 2030 დღის წესრიგის განხორციელებისთვის საქართველოში“ მიიღო მონაწილეოობა.
ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბიზნეს სპიკერების პრეზენტაციები.