საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი

თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმს მოქმედი ქნესეთის ვიცე-სპიკერი,  ისრაელის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები და  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და კვების მრეწველობის სფეროებიდან ბიზნესმენები ესწრებოდნენ.

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ფორუმის დელეგატებს აპარატის საქმიანობის შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია და ქვეყანაში არსებულ ბიზნეს კლიმატზე მიაწოდა ინფორმაცია.

სტუმრებმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილისგან გენადი არველაძისგან და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირებისგანაც მიიღეს.

საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი  რიგით მეოცეა, რომელიც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით საქართველოში გაიმართა.