საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციაში „ბაზრობების“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და ეპიდემიოლოგები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, რომელშიც ონლაინ-ფორმატში რეგიონებში არსებული „ბაზრობების“ წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, განიხილეს ის ეტაპები და სტანდარტები, თუ როგორ უნდა მოხდეს „ბაზრობების“ უსაფრთხოდ გახსნა.