2016 წლის 1 ნოემბერს აშშ ქ. ვაშინგტონში პირველი ყოველწლიური საინვესტიციო პოლიტიკის ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე ნინო ჯავახაძე დაესწრნენ. შეხვედრაზე გაკეთდა მოხსენება (პრეზენტაცია) საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტისა და მისი საქმიანობის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები.
ამჟამად, მსოფლიო ბანკის ჯგუფი ახორციელებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატთან თანამშრომლობის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ეფექტიანობის გაზომვას და შეფასებას ქვეყანაში ინვესტიციების დაცვის კონტექსტში.