მემორანდუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი წარმოადგენს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის წევრ კომპანიებს შორის ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ითვალისწინებს რეგიონებში ერთობლივი შეხვედრებისა და საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების მოწყობას, აგრეთვე სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რეგიონული წარმომადგენლობების მეშვეობით, ხელს შეუწყობს რეგიონებში მოქმედ ბიზნესსუბიექტებსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

მიმაგრებული სურათები