ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მოწვევით საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე ეწვივნენ.
ირაკლი ლექვინაძემ დაინტერესებულ სტუდენტებს გააცნო ბიზნესომბუდსმენის აპარატის მუშაობის სტრუქტურა, მიღწეული შედეგები და დასახული გეგმები. შეხვედრაზე აგრეთვე განხილულ იქნა სტუდენტებისთვის საინტერესო ბიზნეს მაგალითები და ზოგადი საინვესტიციო გარემო.
შეხვედრის ბოლოს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა. მხარეები შეთანხმდნენ სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობასა და საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაზე.