უფროსი ბექა ფერაძე, მერიის მუნიციპალურ ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და ბიზნესომბუდსმენის ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრაზე ბექა ფერაძემ მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
პირველ ეტაპზე თბილისში 200მდე სამშენებლო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.
„ბიზნეს სექტორი მიესალმება შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და ვიზიარებთ ახალი რეგულაციების მიზანს უზრუნველყოფილი იყოს შრომის უსაფრთხოების ნორმები. თუმცა ვფიქრობთ, რომ დღეს მოქმედი რეგულაციების ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური არ არის და შესაძლოა აღსრულების ნაწილში პრობლემები შეიქმნას. მნიშვნელოვანია მშენებელ კომპანიებს ცხადი ინფორმაცია ჰქონდეთ ინსეპქტირების პროცესის და პროცედურების შესახებ. შრომის პირობების ინსპექტირების ერთადერთი შედეგი დაჯარიმება არ უნდა იყოს და ეს ბიზნესისთვის არ უნდა იქცეს ტვირთად. ინსპექტირების მიზანი არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია უნდა იყოს და არა კომპანიის დაჯარიმება.“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის კანონპროექტის განხილვის პროცესში და სამუშაო ჯგუფის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტს არაერთი რეკომენდაციით მიმართა. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ბიზნესომბუდსმენის 4 შენიშვნიდან ორი პარლამენტმა სრულად გაითვალისწინა, თუმცა ბიზნესომბუდსმენის მოსაზრებით, მოქმედ კანონში კვლავ რჩება 2 კრიტიკული საკითხი: „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება ეკონომიკის ყველა დარგზე და შრომის პირობების მაკონტროლებელი ორგანოს (შრომის ინსპექციას) უფლება შევიდეს ნებისმიერ სამუშაო ადგილას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ჯერადობით, წინასწარი შეტყობინებისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე.