ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი ინსპექტორი ბექა ფერაძე, სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მთავარი სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი დავით წერეთელი ფიტნესის და აუზების სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ფუნქციონირების აღდგენისთვის საჭირო რეგულაციებზე იმსჯელეს. განიხილეს ფიზიკური აქტივობების პირბადით წარმართვის შესაძლებლობი, სავარჯიშო სივრცეში კვადრატულ მეტრზე დასაშვებ პირთა და პერმანენტულად, ფიტნეს-დარბაზებში დასაქმებულთა გასატესტი მინიმალური რაოდენობა.
სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა დარგის ფუნქციონირების მდგრად აღდგენას ისახავს მიზნად.