ბიზნესომბუდსმენის აპარატს, საქართველოს პირველ არხსა და შპს „ბიზნეს მედია კორპორეიშენს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ 9 მაისიდან მეოთხე თანაწამყვანის სტატუსით ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე შეუერთდება.

შესაბამისი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ბიზნესომბუდსმენის აპარატს, საქართველოს პირველ არხსა და შპს „ბიზნეს მედია კორპორეიშენს“ შორის დღეს გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ, ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და და შპს „ბიზნეს მედია კორპორეიშენის“ დამფუძნებელმა ლევან ბეგლარიშვილმა.